ახალი ამბები

,,სტარტაპ საქართველოს” ბიუჯეტი 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება

„სტარტაპ საქართველოს“ დირექტორის ვაჟა მენაბდეს განცხადებით, პროგრამის მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
სამომავალოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
,,ასეთი სახის მხარდაჭერა დამწებ ბიზნესმენებს არასდროს არ ჰქონია. ბევრი მეწარმეა, რომელსაც უნდა ახალი ბიზნესის დაწყება და ვერ ახერხებს ფინანსების არქონის გამო, რადგან ბანკები სტარტაპებს არ აფინასებენ. სწორედ, ამიტომ შეიქმნა “სტარტაპ საქართველო”, რომელიც 90%-ით დააფინანსებს ახალ ბიზნესიდეებს, რომელიც იქნება ინოვაციური და პერსპექტიული. ერთ პროექტზე დაფინანსება 15-დან 100 ათას ლარამდე იქნება“ – განუცხადა Knews.ge-ს ვაჟა მენაბდემ. 
საპარტნიორო ფონდმა და ტექნოლოიების სააგენტომ “დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო.