რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
როგორც knews.ge-ს პროექტის დიერექტორის მოადგილემ ეკა იმერლიშვილმა განუცხადა, საგრანტო პროგრამით დაფინანსდება ის პროექტები, რომლებიც რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.
„გვაქვს ორი სახის გრანტი. რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილია 15000 დოლარის ღირებულების, ხოლო თბილისში არსებული დიდი ორგანიზაციებისთვის გამოცხადებულია 50000 დოლარის ოდენობის გრანტი. პროექტის თემატიკა შეზღუდული არ გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე არჩევნებთან დაკავშირებული განაცხადების მიღებაა პრიორიტეტული,“-განუცხადა knews.ge-ს ეკა იმერლიშვილმა
საგრანტო განაცხადების მიღება 15 ივლისს დასრულდება. სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია www.jobs.ge-დან, ასევე, AGGESS ვებ-გვერდიდან www.ewmi-access.org.