ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე თელავში შეხვედრა გაიმართა
დისკუსიის მონაწილეებმა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხზე იმსჯელეს და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ქალთა აქტიური ჩართულობის იმედი გამოთქვეს.
„ჯერ-ჯერობით პოლიტიკური პარტიები დიდ ყურადღებას არ უთმობენ საარჩევნო სიებსა და მაჟორიტარულ ოლქებში ქალი კანდიდატების ჩართვას, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებამ აქტიურად უნდა იბრძოლოს გენდერული კვოტის შემოღებისათვის“, -აღნიშნა გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მამულაშვილმა.
“ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლის გაზრდა პარლამენტში და რა დადებითი შედეგები მოაქვს გენდერულ თანასწორობას. მისასალმებელია, რომ გენდერული თემა წამოწეულია წინა პლანზე. ეს არის ძალიან საინტერესო თემა, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში მეტი ქალია საჭირო და მივესალმები მეტი ქალის გაწევრიანებას პოლიტიკაში”,- აღნიშნა აქტიურმა ამომრჩეველმა ნინო ხაჭაპურიძემ.
დისკუსიას სხვადასხვა პარტიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
„გენდერული დისკუსია“ გაიმართა პროექტის “ხმა მიეცი თანასწორობას” ფარგლებში, რომელსაც ახორცილებეს “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” და თელავის გენდერის მედიაცენტრი საერთაშორისო განვვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES)-ის მხარდაჭერით.