ახალი ამბები

რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

როგორც knews.ge-ს პროექტის დიერექტორის მოადგილე ეკე იმერლიშვილმა განუცხადა, საგრანტო პროგრამით დაფინანსდება ის პროექტები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.
„ჩვენი მიმდინარე პროექტი არის მოქალაქეთა ჩართულობის 15000 დოლარიანი გრანტი, რომელიც განკუთვნილია რეგიონული ორგანიზაციებისთვის. მართალია, პროექტის თემატიკა შეზღუდული არ გვაქვს,მაგრამ ამ ეტაპზე არჩევნებთან დაკავშირებული განაცხადების მიღებაა პრიორიტეტული. ზოგადად გრანტები გვაქვს ორი სახის 15000 და 50000 დოლარიანი.პატარა ორგანიზაციებისთვის განკუთვნილია 15000 დოლარის ღირებულების გრანტი. 50000 დოლარიან გრანტებს თბილისში არსებული დიდი ორგანიზაციები მოიპოვებენ, თუმცა რეგიონალურ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ ასეთ ძვირადღირებულ პროექტებში მონაწილეობა“-განუცხადა knews.ge-ს ეკა იმერლიშვილმა
საგრანტო განაცხადების მიღბა 15 ივლისს დასრულდება. სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია www.jobs.ge-დან, ასევე, AGGESS ვებგვერდიდადნ www.ewmi-access.org. კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებს შეუძლიათ საგრანტო პროგრამათან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართონ ეკა იმერლიშვილს ელ.ფოსტის მისამართზე-eimrlishvili@ewmi.org. იმერლიშვილთან დაკავშირება, ასევე, შესაძლებელია ACCESS პროგრამის ფეისბუქის გვერდზეwww.facebook.com/EWM/ACCESS. კითხვებზე პასუხი გამოქვეყნდება ყოველ პარასკევს, 24 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ხშირად დასმული კითხვების ფორმატში.