ახალი ამბები

თესაუს მათემატიკისა და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამებს სახელმწიფო დააფინანსებს

როგორც თესაუს საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად მიჩნეული პროგრამის სრულად დაფინანსების მიზნით, უმაღლეს სასწავლებელში, ამ მიმართულებით, სამივე საფეხურზე უნდა მიმდინარეობდეს სწავლა. 
28 ივნისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა საბჭომ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ ეკონომიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და მათემატიკის სადოქტორო პროგრამებს აკრედიტაცია მიანიჭა. 
„აქამდე ეკონომიკის საბაკავრო და სამაგისტრო პროგრამები არ გვქონდა, ხოლო სადოქტორი პროგრამა ისედაც ფუნქციონირებდა. ამ პროგრამებს აკრედიტაცია დღეს მიენიჭა. რაც შეეხება მათემატიკის მიმართულებას, ამ პროფესიაზე სამაგისტრო და საბაკალავრო დონეზე სწავლა მიმდინარეობდა, ხოლო სადოქტორო პროგრამა აქამდე არ მოქმედებდა“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო კახაშვილმა. 
სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად მიჩნეული პროგრამები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე განხორციელდება.