თელავში ნადიკვრის დასვენების პარკში კულტურული ღონისძიებები განახლდა
როგორც knews.ge-ს ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, კონცერტები კვირაში სამი დღე ჩატარდება.
„ნადიკვარზე უკვე რამდენიმე კონცერტი ჩატარდა და დამსწრეთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო,რომ სინამდვილემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ეს კი იმას ნიშნავს,რომ ხალხს ასეთი საღამოების სურვილი ნამდვილად აქვს”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
მისივე თქმით, თანაქალაქელების დასვენებაზე ზრუნვა ხელისუფლების საქმინობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
„გრძელი და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ადამიანებს სჭირდებათ ადგილი, სადაც ისინი დასვენებას და დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ“, – აღნიშნა კალმახელიძემ.