ქალაქ ლაგოდეხს ენერგომომარაგება სამი დღის განმავლობაში შეეზღუდება
“კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ინფორმაციით, ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი მოძველებული ელექტრო სადენების შეცვლაა.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.