ახალი ამბები

თუშეთის განვითარების გეგმის შემუშავებაში შვეიცარიელი ექსპერტები ჩაერთვებიან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, თუშეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე მუშაობის დაწყება. ამ მიზნით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფთან გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პროექტი საკმაოდ შთამბეჭდავია იქნება და მას აქვს მრავალმხრივი დანიშნულება, უსაფრთხოების, ეთნოკულტურის შენარჩუნების, ტურიზმის განვითარების და სოციალური კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე ტურიზმის, მეწარმეობის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელებენ