ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სტუდენტებმა ნარჩენ მასალებს მეორე სიცოცხლე აჩუქეს
როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, სამხატვრო აკადემიის ორმა სტუდენტმა: ელენე ტურაშვილმა და ოთარ ქურდაძემ დაცულ ტერიტორიებზე არსებულ: კუნძს, მორს, აბედა სოკოს, ქვებს, ცელულოზის ბოთლებს და სხვა სახის ნარჩენებს მეორე სიცოცხელე აჩუქეს. სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სტუდენტენმა ასევე საკარვე ადგილიც მოაწყვეს.
პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანიც ძველი ნივთების გაცოცხლება და ამ გზით ნარჩენების შემცირება იყო.