თელავში ავტომანქანა 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა
გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცმა ავტომანქანას წინ გადაურბინა, მძღოლმა მისთვის მანქანის არიდება სცადა, თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ფეხით მოსიარულეს, შემდეგ კი გარეგანათების ბოძს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, იგი სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.