ახალი ამბები

საგარეჯოში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილია

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძეს განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი ძლიერი კანდიდატია და ყველაზე უკეთ იცის საგარეჯოში არსებული პრობლემების შესახებ.
,,ჩვენი გამარჯვების შემთვევაში მოხდება ბიზნესის დეკრიმინალიზაცია და ბიზნეს საქმიანობის გამარტივება ისე, რომ არცერთ მეწარმეს აღარ შეეშინდეს საგადასახადო სამსახურის. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ წარსულიდან. ზუსტად ვიცით რა გავაკეთოთ, რა სჭირდება ქვეყანას და როგორ წავიყვანოთ საქართველო წინ. მთავარი პრობლემაა დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ კანდიდატმა კარგად იცის ხალხის გაჭირვების შესახებ, იცის რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად საგარეჯოში ამ პრობლემების მოსაგვარებლად,”- განაცხადა knews.ge-სთან დავით ბაქრაძემ.