ახალი ამბები

სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნო შემოდგომაზე გაიხსნება

სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. როგორც knews.ge-ს ილია დარჩიაშვილის უწყებაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო, ქვევრის დასამზადებელი საამქრო. სკოლა-სახელოსნოში, ასევე, განთავსადება მუზეუმი. ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 290366 ლარია, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდბა და მისი მიზანია საქართველოში ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა-შენარჩუნება და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, პროექტის განხორციელების კიდევ ერთი მთავარი ამოცანა მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა. 
„სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების ხელობა, რაც ხელს შეუწყობს უძველესი ტრადიციების შენაჩუნებას. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება რეგიონს. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში, 2016 წლის სექტემბრამდე, 70 ადამიანია დასაქმებული . ქვევრის სკოლა-სახელოსნოში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, ნახოს ქვევრის დამზადების უძველესი ტექნოლოგია. გარდა ამისა, ამას ობიექტს ექნება მუზეუმი, სადაც თიხის უძველესი ჭურჭელი გამოიფინება. სახელოსნოსა და მუზეუმის გარდა, ობიექტს ექნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ კაფე“, – განუცხადეს knews.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში.