ახალი ამბები

პანკისში ორი ახალგაზრდა დააკავეს

მათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. 
საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდებს და სამართალდამცავებს შორის მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცილებმა პანკისელი რუსლან მაჩალიკაშვილი და ასლან ხანგოშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.