ახალი ამბები

ლაგოდეხში სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართება

საგრანტო პროგრამა პროექტის „სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში” ფარგლებში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ხორციელდება. 
”პროგრამა მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, დასაქმების მაჩვენებლის გაზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობის და თანამშრომლობის ისეთი მოდელის შემოღებით, რომელიც ევროპულ გამოცდილებაზე იქნება დამყარებული”, – აცხადებს პროექტის მენჯერი ჯუბა მარუაშვილი.
საგრანტო პროგრამის დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე – www.enpard.ge და www.care-caucasus.org.ge. შეხვედრა გაიმართება დღეს, „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ოფისში, ლაგოდეხში.