ახალი ამბები

პრემიერი – მთავრობა მუშაობს თუშეთის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პროექტი საკმაოდ შთამბეჭდავია იქნება და მას აქვს მრავალმხრივი დანიშნულება, უსაფრთხოების, ეთნოკულტურის შენარჩუნების, ტურიზმის განვითარების და სოციალური კუთხით.
„იქ მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, დღემდე იქ რჩებიან და ინახავენ ამ ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს. ჩვენი ვალია, რომ ამ მხარეს განსაკუთრებულად მივხედოთ. მე აღარ ჩამოვთვლი სხვა პროექტებს, რომლებიც სტრატეგიული პროექტების სახით იქნება გამოყოფილი. კონკრეტულ პროექტს ეყოლება კონკრეტული მენეჯერი, კონკრეტული მმართველი და პასუხისმგებელი ადამიანი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუშეთის სტრატეგიული განვითარების გეგმას უახლოეს მომავალში წარმოადგენენ.