ახალი ამბები

წნორის სამშობიარო კლინიკაში 28 წლის ქალი გარდაიცვალა

ტოქშოუ ,,დედოფლისწყაროს საათის“ ინფორმაციით, ოჯახის წევრები სამშობიაროს ექიმებს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ მშობიარე კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი შეიყვანეს და ექიმების გულგრილობისა და დაუდევრობის გამო ახალგაზრდა ქალს მშობიარობის შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა.
,,იამზე სოფლის საბავშვო ბაღში მუშაობდა და არ გვსმენია, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ქონოდა. გავიგეთ, რომ ახალშობილი ბიჭუნა გადარჩა და კარგად არის“, – ამბობენ სოფელში.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობებ, რომ მშობიარე ქალი კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟმა მშობიარე თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. იამზე ბერიძის ოჯახი სამშობიაროს პერსონალის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.