ახალი ამბები

სამოქალაქო პლატფორმა ,,ახალი საქართველოს’’ დაფუძნების აქციას კახეთიდან 1000 კაცი შეუერთდა

ღონისძიებას, რომელიც თბილისში გაიმართა, კახეთის რეგიონიდან 1000-მდე მხარდამჭერი შეუერთდა. 
როგორც knews.ge-ს ,,ახალი საქართველოს’’ერთ-ერთმა დამფუძნებლმა, თამარ ლამაზოშვილმა განუცხადა, პარტია კახეთის რეგიონში აქტიურად დაიწყებს მუშაობას.
,,ახალი საქართველოს’’ დაფუძნების ღონისძიებაზე კახეთიდან 1000-ზე მეტი მხარდამჭერი ჩავიდა. ღონისძიებას თელავიდან 150- ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. დღეიდან უფრო აქტიურად დავიწყდებთ საარჩევნო კამპანიის წარმოებას. უახლოეს მომავალში გაიმართება შიდა პარტიული პრაიმერები, სადაც ავირჩევთ მაჟორიტარ კანდიდატებს. სია პრაიმერის მეშვეობითაც დაკომპლექტდება. მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს კეთილდღეობა, შემოგვიერთდეს,’’- განუცხადა knews.ge-ს თამარ ლამაზოშვილმა. მისივე თქმით, “ახალი საქართველო” ყველა პროგრესულ და პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.