ახალი ამბები

გურჯაანში პარტია ,,სახელმწიფო ხალხისათვის’’ ხელმძღვანელად გია ხაზიური დაინიშნა

მისი განცხადებით, ორგანიზაციას გააჩნია კონკრეტული ხედვა და გეგმები, ასევე შერჩეულია ზონის ხელმძღვანელებიც.
,,პოლიტიკაში მოვიდვართ სერიოზული და ქვეყნის განვითარებისათვის ძალზე საჭირო გეგმებითა და პროგრამებით. ვემზადებით სერიოზული შედეგების მისაღებად. ოპონენტებისაგან ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ცილისწამებები უკვე არსებობს, რაც სასაცილოა და ყველაფერს მალე გაეცემა შესაბამისი პასუხები. ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებზე და არ გვექნება კოალიცია. იმედი გვაქვს, რომ კარგ შედეგებს დავდებთ”, – განუცხადა Knews.ge-ს გია ხაზიურმა.