სეტყვამ სიღნაღის 2 სოფელში ვენახები მთლიანად გაანადგურა
სტიქიამ სოფელ მაღაროსა და ბოდბეში რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი და ხეხილის ბაღები მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივების განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ბოდბეში, სადაც 100 პროცენტით განადგურდა ვენახები და ხორბლის ნათესები.
დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, ზარალის შემსწავლელი კომისია მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებს, რადგან სტიქიის ზონაში შესვლას უამინდობა აფერხებს.

