სოფელ ფშაველში ბაღის მშენებლობაზე 95 ათასი ლარი დაიხარჯება
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს “სალვუს დეველოპმენტი” ახორციელებს.
“ფშავლის ბაგა-ბაღის მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. დაწესებულებაში ასამდე აღსაზრდელი შეძლებს, მიიღოს სკოლამდელი განათლება“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით ნაპირელმა.