ახალი ამბები

რადიო ,,ჰერეთი“ და “საფერავი TV” მემორანდუმს გააფორმებენ

მემორანდუმის მიზანია კამპანიის „გაზარდე მოსავლიანობა და მიიღე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“-ის მხარდაჭერა, რათა საზოგადოებას გააცნონ სოფლის მეურნეობაში, მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ტექნოლოგიები და პროდუქტები.
,,კამპანიის სტრატეგია ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას და განათლებას, რადიოსა და ტელეკომპანიის, ახალი მედიის ჩართულობით და ფაბლისითის გამოყენებით. ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებისთვის, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ადამიანებისთვის, გაიმართება ტური წარმატებულ ფერმერთან, სადაც აჩვენებენ მოკლე ფილმს „აგროცენტრის“ მიერ განხორციელებულ პროექტებზე და შედეგების ანალიზს. ღონისძიები ორგანიზებატორია „აგროცენტრი“, – განაცხადა ,,ჰერეთის“ დირექტორმა რამაზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ ხელი შეუწყონ დამწყებ და არსებულ ფერმერებს, რათა ბიზნესი აწარმოონ სწორი და სასარგებლო ინფორმაციის ქვეშ. სამხარაძის განმარტებით, განათლება და დროული ინფორმირება ეს ის მთავარი კომპონენტია, რაც გეგმის სწორად დასახვაში და კრიზისული სიტუაციების მართვაში დაეხმარებათ ფერმერებს. 
ღონისძიება ხვალ, 12 მაისს, 13 საათზე, სასტუმრო „ვილა დანკეში“ გაიმართება.