სიღნაღის თეატრში სპექტაკლ ,,მოხეტიალე დასის“ პრემიერა გაიმართება
პიესის ავტორი გურამ ბათიაშვილია, ხოლო რეჟისორი მურად ვაშაკიძე.
,,სპექტაკლი გადაწყვეტილია ხალხური თამაშობების – ბერიკაობის სტილში. ბერიკაობა ითვლება ქართული თეატრის საწყისად. სპექტაკლში წარმოდგენილია ქართული რიტუალები, როგორიცაა ქორწილი, ბავშვის დაბადება, მრავლადაა გამოყენებული ხალხური პოეზიის ნიმუშები და ძირითადად ფოლკლორზეა აგებული. 10 მაისს პრემიერა 18 საათზე, ხოლო, 11 მაისს 16 საათზე დაიწყება,“ – განაცხადა რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ.