ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეს იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა
საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა და სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. მოგვიანებით სხდომა მაინც ჩატარდა და დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდივე საკითხი განიხილეს.
ფარული კენჭისყრის შედეგად, ოცდახუთი დეპუტატიდან საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეს გადაყენების შესახებ საკითხზე მოსაზრება დააფიქსირა ოცდასამმა წევრმა. ხმების დათვლის შემდეგ გამოვლინდა 12 მხარდამჭერი, 10 მოწინააღმდეგე და 1 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო ორმა დეპუტატმა არ მიიღო მონაწილეობა.
ჯამში, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების 1/3-ის მიერ შესული განცხადების-საკრებულოს თავმჯდომარესა და მისი მოადგილეს გადაყენების შესახებ არ შედგა.
შეგახსენებთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარისა და მისი მოადგილის იმპიჩმენტის საკითხზე დილიდან მსჯელობდნენ. მათი თანამდებობებიდან გადაყენების მიზეზი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ნაწილის მოთხოვნა გახდა. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
,,საკრებულო ვერ ფუნქციონირებს, ვერ უზრუნველყოფს სისტემის გამართულად მუშაობას. ვემხრობი მათი იმპიჩმეტის საკითხს და ერთ-ერთი ინიციატორი ვარ“, – განაცხადა გაერთიანებული დემოკრატების თავმჯდომარემ ირაკლი უჯირაულმა.
ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ჯუგაშვილის განმარტებით, წარმომადგწნლობითი ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პირადი მიზნები ამოძრავებს.