იორმუღანლოს მოსახლეობა სოფელში გზების რეაბილიტაციას ითხოვს
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება, რადგან მტვერი დგება და სახლის ფანჯრების გახსნას ვერ ახერხებენ.
,,სოფელში გზები ძალიან არის დაზიანებული. წვიმის დროს გუბეები დგება, ზაფხულში კი სულ მტვერი დგა. მაღაზია მაქვს და სიცხის დროს კარებს ვერ ვაღებ მტვრით ივსება. ეს პრობლემა წლებია გვაწუხებს და აუცილებელია მისი მოგვარება”,- განუცხადა Knews.ge-ს სოფელ იორმუღანლოს მკვიდრმა სეიმურ ალიევმა.