თესაუში მათემატიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ამოქმედდება
სამაგისტრო პროგრამას განათლების განვითარების ხარისხის აკრედიტაციის საბჭომ უკვე მიანიჭა აკრედიტაცია, ხოლო სადოქტორო პროგრამა აკრედიტაციის პროცედურის გასავლელადაა შეტანილი. პროფესორ ვახტანგ კოკილაშვილის განცხადებით, პროგრამა მყარ საფუძველს უქმნის სტუდენტს, რომ კვლევა თანამედროვე მათემატიკის აქტუალური პრობლემების მიმართულებით წარმართოს. მათემატიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დიანა მჭედლიშვილია.