სიღნაღში „ორმილას“ დასახლებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დასახლებასთან მისასვლელ ერთკილომეტრიან გზაზე ასფალტი არასოდეს ყოფილა და ისინი ქალაქის ცენტრთან დასაკავშირებლად გრუნტის გზით სარგებლობდნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ჯუანშერ ბურჭულაძეს თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. მისივე თქმით, ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები, გრუნტის პროფილირებული არხები და სხვა. გზა მოინიშნება და ჩატარდება უსაფრთხოების სამუშაოები.
,,მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დავათვალიერეთ. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 400 ათასი ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული. პროექტი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მაისში დასრულდება”,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.