თელავის უნივერსიტეტში NIMD-ის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
NIMD-ის თელავის სკოლის კოორდინატორის, ნიკოლოზ შარვაშიძის განცხადებით, NIMD იწყებს წიგნების სერიის გამოშვებას “პოლიტიკა და დემოკრატია – აუცილებელი საკითხავი“. მასში შევა ტიტულოვან გამოცემებში გამოქვეყნებული გავლენიანი პოლიტიკური სტატიების ქართული თარგმანების კრებული.
,,აღნიშნული ციკლიდან პირველი წიგნი უკვე მზადაა პრეზენტაციისათვის. მასში შეტანილია ის სტატიები, რომლებიც სხვადასხვა დროს Foreign Affairs-ში დაიბეჭდა და მიგვაჩნია, რომ დღემდე განსაზღვრავენ დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიზაციაზე. წიგნში შეტანილ ტექსტებს თითო სპიკერი წარადგენს”,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.