ახალი ამბები

თელავში მომღერალი ნატო გელაშვილი კონცერტს გამართავს

ღონისძიების ორგანიზატორის ლელა ხუციშვილის ინფორმაციით, გელაშვილი საკუთარი შემოქმედებიდან ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.
,,ღონისძიება გაიმართება 6 მაისს. გპირდებით, რომ ყველას გელოდებათ დაუვიწყარი საღამო. კონცერტზე დასწრების მსურველებს ადგილების დაჯავშნა შეუძლიათ შემდეგ ნომერზე – 598776677″, – განუცხადა Knews.ge-ს ლელა ხუციშვილმა. 
კონცერტი რესტორან ,,კახურ ეზოში”, 19:00 საათზე, დაიწყება.