ნატოს კვირეულის ფარგლებში გავრცელებული მითების შესახებ იმსჯელეს
,,შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობების, გაწევრიანების პერსპექტივებისა და თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ამ პროცესის გარშემო გავრცელებული მითები. შეხვედრის დასასრულს მონაწილეების მხრიდან გამოითქვა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის სურვილი“, – განაცხადეს ნატოს საინფორმაციო ცენტრში.