რუისპირის საჯარო სკოლამ მინიკომპანია დაარეგისტრირა
პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშავოს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, პრაქტიკაში გააცნოს მათ ბიზნესისა და ეკონომიკის საფუძველები და დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები.
,,სავაჭრო ცენტრმა ”თბილისი მოლი” უკვე უმასპინძლა სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი კომპანიების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას. რუისპირის საჯარო სკოლის გუნდი ,,new matter” მოხვდა პროექტში და ამჟამად ეს პროგრამა სკოლაში საპილოტეა. პროგრამაში ჩართულები არიან მასწავლებელი ნონა მრელაშვილი, მე-10 კლასის მოსწავლეები: ფინანსური მენეჯერი თინათინ სამხარაძე, ნათია თორღოშვილი, ანა გოცაძე, ნათია კუკნიშვილი, სანდრო ძამუკაშვილი და ვიქტორ აბრამიშვილი“, – განაცხადეს რუისპირის საჯარო სკოლაში.
პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია ”ჯუნიორ ეჩივმენტ – საქართველო” პროგრამის ”მეწარმეობის საფუძველები” ფარგლებში.