ახალი ამბები

საქართველოში ღვინის ონლაინ მაღაზია ამოქმედდა

მაღაზიის დამფუძნებლის გიორგი ქუმსიაშვილის განცხადებით, კომპანიები ხარისხისა და მოთხოვნის მიხედვით შეიჩევა. მისი თქმით, ,,ბინოს” წევრების რიცხვი თანდათან იზრდება.ონლაინ მაღაზიიდან ღვინო ეტაპობრივად რეგიონებში გაიყიდება, შემდეგ კი შესაძლოა, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების ბაზარზე გავიდეს. 
,,პირველ რიგში თავის დამკვიდრებას ადგილობრივ ბაზარზე ვგეგმავთ. ვაპირებთ, მომხმარებელს რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევუქმნათ. ვფიქრობთ კიდევ უფრო მეტი კომპანიის დამატებას ჩვენს ბაზაში”, – განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს” გიორგი ქუმსიაშვილმა. კომპანია მომხმარებლებს, ჯერჯერობით, თბილისის მასშტაბით ემსახურება.