თელავში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ოფისი გახსნა
ორგანიზაცია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებისთვის დახურულ სამუშაო შეხვედრების ჩატარებას გეგმავს.
,,გაცნობითი შეხვედრის მიზანია რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეკრება და მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა. ორგანიზაცია შეხვედრაზე წარადგენს თელავის ოფისის კოორდინატორსაც”, – განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქრთველოს წარმომადგენელმა ზურა გრიშიკაშვილი.
შეხვედრა 8 აპრილს, 10:00 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება.