ახალი ამბები

ნაფარეულში რაგბის ბავშვთა ფესტივალი გაიმართა

სპორტუულ ღონისძიებაში თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, რუსთავისა და თბილისის 12 კლუბის 16 გუნდის 13-14 წლის ასაკის მორაგბეებმა მიიღეს მონაწილეობა.  ტურნირში თბილისის “ხვამლი”-ს სპორტსმენებმა გაიმარჯვეს.
“მსგავსი ტურნირები თელავის თემში მომავალშიც გაიმართება, რომლის მიზანია რაგბის, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესით ახალგაზრდების დაინტერესება. აღსანიშნავია, რომ ტურნირში თელავის კლუბმა “კახელები” წარმატებულად იასპარეზა”,- განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა იოსებ პარწიკანაშვილმა.
შვიდკაცა რაგბის ფესტივალი საქართველოს რაგბის განვითარების ჯგუფისა და თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სასპორტო გაერთიანების ინიციატივით გაიმართა.