ამერიკის ელჩმა სიღნაღში ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი გახსნა
,,პროექტში საკუთარი წვლილი შეიტანა ამერიკის საელჩომ. გვინდა, რომ გვყავდეს ანგარიშვალდებული ხალხი და ინფორმირებული საზოგადოება. ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება“, – აცხადებს იან კელი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ჯანიკაშვილის განმარტებით, ცენტრი მოემსახურება კახეთის რეგიონს სადაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებას გაუწევენ. თავშესაფარი გათვლილია 10-12 ბენეფიციარზე.
პრეზენტაციას ამერიკის ელჩი იან კელი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერია კვარაცხელია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ესრებოდნენ.