ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში ამერიკელი პროფესორი ლექციას ჩაატარებს

როგორც knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სემინარს გამართავს ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე, ამერიკელი პროფესორი სარა გალაგერი, რომელიც უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში ერთწლიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 
„ამერიკელი კოლეგა შეხვედრაზე მსმენელბს გააცნობს ყველა იმ შესაძლო აქტივობასა და დავალებას, რომელიც სასწავლო გარემოში მუშაობის დროს ეფექტურია. სემინარში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უცხო ენის სფეროში მოღვაწე როგორც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე -საჯარო სკოლის პედაგოგებს“, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
ლექცია თესაუს მცირე სააქტო დარბაზში 13 საათზე დაიწყება.