საია – საოლქო საარჩევნო კომისიების შესარჩევ კონკურსში ხავეზები დაფიქსირდა
საიას მიერ კონკურსის მარეგულირებელი ნორმების შესწავლა-ანალიზმა ცხადყო, რომ წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება პრობლემურ ნორმებს შეიცავდა, რადგან გასაუბრების გარეშე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ვერ უზურნველყოფდა კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრას. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიჩნევენ, რომ აუცილებელია განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების რეფორმა.
,,მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა შეფასება იმისა, დაცული იყო თუ არა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების მიხედვით განსაზღვრული ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და საჯაროობის პრინციპები. აგრეთვე, რამდენად იყო დაცული კონკურსში მონაწილე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საიამ კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლა-ანალიზი, კენჭისყრის სხდომებზე დასწრება და არჩეული კომისიის წევრების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება განახოციელა”, – განაცხადეს საიაში.
“სამართლიანმა არჩევნებმა“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციამ“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით. რეკომენდაცია, ასევე, ითვალისწინებს წევრების რაოდენობის შემცირებას და ორ დონიანი სერტიფიცირების შემოღებას. წარდგენილი რეკომენდაციებით, პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, კომისიის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრი ან კანდიდატი იყო.
საგარეჯოდან რესპუბლიკურ პარტიის წარმომადგენელი იყო ნატო ლომიძე. სიღნაღიდან – მანანა მჭედლიშვილი, ხოლო ,,კონსერვატიული პარტიიდან” ლეილა ტუხაშვილი. დედოფლისწყაროდან დავით ნასრაშვილი წარმოადგენდა ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და გივი ნატროშვილი – ,,რესპუბლიკური პარტიას”. თელავიდან თამარ გრძელიშვილი იყო პარტია ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, თათია კომახიძე – ,,თავისუფალი დემოკრატების”, ლეილა ყველიაშვილი კი – ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი.