თელავში მეღვინეობის ტექნიკის სავაჭრო ცენტრი გაიხსნა
,,თელავში გავხსენით კომპანია ,,მეღვინეთა კასტა“. უკრაინას რამდენიმე ქვეყანაში აქვს მსგავსი ფილიალები, რომლებიც წარმატებით მუშაობს. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს ისეთი ლიდერი კომპანიების მიერ ნაწარმოები პროდუქცია, რომელიც ევროპაში ლიდერია ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საქართველოში მსგავსი ცენტრის გახსნა პერსპექტიულია და დიდი მომავალი გვაქვს“, – განუცხადა Knews.ge_ს კომპანიის დირექტორმა კონსტანტინ ბალტაჟმა.
როგორც კომპანიის იურიდიული სამსახურის ხელმღძღვანელმა ზურაბ ბეგიაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, ცენტრში შემოტანილია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის წარმოებისთვის.
,,ჩვენი კომპანია ძირითადად წარმოადგენს ისეთ პროდუქციას გასაყიდად, რომელიც ევროპაში დიდი პოპულარობით და წარმატებით სარგებლობს. უკვე შემოტანალია გვაქვს და კიდევ დავამატებთ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს, რომელიც ფერმერს და ღვინის კომპანიებსაც დაეხმარებათ აწარმოონ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღვინო“, – განაცხადა ბეგიაშვილმა.