ახალი ამბები

კახელ ფერმერებს ესტონელები ნოვაციების დანერგვაში დაეხმარებიან

თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ესტონეთის ელჩმა პრიტ ტურკმა მეცხოველეობის ფერმები დაათვალიერა.
დიპლომატმა მოინახულა ის ფერმები, სადაც ესტონეთიდან შემოყვანილი მაღალი წველადობის ძროხები ჰყავთ. თანამედროვე ევროპული ტიპის მეცხოველეობის ფერმები იაფი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს.
,,ესტონეთი აპირებს, დაეხმაროს საქართველის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ ნოვაციების დანერგვაში, რომელიც უკვე მოქმედებს ესტონეთში”, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.