სოფელ ლალისყურში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თვითმხილველების განცხადებით, დიდი სისწრაფით მიმავალი “სუზუკის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და წყლის არხში ჩავარდა. ავტომობილში მყოფი 5 ადამიანიდან ერთი ქალბატონი ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ავარიის შედეგად დაშავებულებინ მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე თელავის რაიონული სამმართველოს პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც გულისხმობს საგზაო წესების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.