ახალი ამბები

საგარეჯოს გამგეობამ და საკრებულომ 13 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ვაკანტურია შემდეგი პოზიციები: საფინანსო – საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში; საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტი; გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელ იორმუღანლოში; გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელ ლამბალოში; გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელ თულარში; გამგებლის წარმომადგენელი სოფელ თულარში; გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ლამბალოში; გამგებლის წარმომადგენელი სოფელ იორმუღანლოში; გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელ დუზაგრამაში; გამგებლის წარმომადგენელი სოფელ დუზაგრამაში; გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელ დიდ ჩაილურში; გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელ მანავში; ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადების და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში; ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში; საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი; ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში; იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი; ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ინფორმაციულ – ტექნოლოგიების საკითხებში; ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი კადრების წარმოების საკითხებში. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 400–დან 970 ლარამდე მერყეობს. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტები შედგება 60 კითხვისგან, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარებს.
კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად 51%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ. 
„იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე მუნიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მათ დასაქმებაზე უარი უთხრა, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ. კანდიდატს შეუძლია, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს“, – განუცხადეს knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში.