ახალი ამბები

თელავში ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნეთა კონკურსი გაიმართება

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 2016 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ თელავის მერიაში. მისამართი: ერეკლე II-ის გამზირი #16, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, telavis-kulturissamsaxuri@mail.ru, საკონტაქტო ტელეფონი: 0350 27 23 08. “ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. როგორც knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, ღონისძიება ხელს შეუწყობს მრავალწლიანი ტრადიციის დაცვასა და პოპულარიზაციას.
„კონკურსის მიზანია: განურჩევლად ასაკისა, საქართველოს მოსახლეობის ჩართვა და იმ პირთა გამოვლენა, რომლებმაც ზეპირად იციან „ვეფხისტყაოსანი“, ამაყობენ თავიანთი ცოდნით და აგრძელებენ ტრადიციას. კონკურსში, ასევე, ჩაერთვებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს ტრადიცია რუდუნებით შემოინახეს და ზრუნავენ მის შენარჩუნებაზრ “, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.