თელავში ყალბი ფულის გამოყენების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს
Knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. გიორგი მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით, რაც ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს. საქმეს კრიმინალური პოლიციის კახეთის სამხარეო განყოფილება იძიებს.