თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება
პირველი შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 16 საათზე, გაიმართება. როგორც knews.ge-ს პარლამენტში განუცხადეს, სახალხო განხილვის მიზანია საზოგადოების ინფორმირება აღნიშნული კანონპროექტის შესახებ და ინიცირებულ ცვლილებებზე მოქალაქეთა აზრის გაგება.
კანონპროექტის თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.
საჯარო განხილვები რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, ახალციხეში, თბილისში, გორში, ყაზბეგში, მესტიაში, ამბროლაურსა და ქუთაისშიც გაიმართება.