გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
როგორც knews.ge – ს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა სიმონ არსენიშვილმა განუცხადა, ლევან გილიგაშვილი პოლიციის აკადემიის სტუდენტი გახდა, სოფლის სტადიონზე ვარჯიშობდა და მოულოდნელად დაიღუპა. არსენიშვილის თქმით, გიგილაშვილს, სავარუდოდ, გაუსკდა მუცლის აორტა, რომელმაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
„ლევან გილიგაშვილი ჩემი მეუღლის ძმისშვილია. შემთხვევა სოფლის სტადიონზე ვარჯიშის დროს მოხდა. ლევანმა პოლიციის აკადემიაში ჩააბარა და მეზობელთან ერთად ნორმატივების ჩასაბარებლად ემზადებოდა. ექიმების ვარაუდით, ვარჯიშის დროს მუცელში აორტა გასკდა და ამ ფაქტორმა გამოიწვია მისი სიკვდილი. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს“, – განუცხადა knews.ge-ს სიმონ არსენიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 115- მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.