ახმეტაში ფერმერებს თუთის ნერგები გადაეცათ
თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით. შესაძლებელია აღნიშნული ნერგების სანერგეში დარგვა და თუთის ნამყენი ნერგების წარმოება. ფერმერების განცხადებით, მეაბრუშემეობის დარგი დღეს მივიწყებულია. მათივე თქმით, მეაბრეშუმეობა ის ტრადიციული დარგია, რომელზეც მხოლოდ წარსულში გვიწევს საუბარი. გასული საუკუნის 90-იანი წლებში აბრეშუმის წარმოება ჩაკვდა და დღემდე ვერ ხდება მისი აღდგენა.
„აბრეშუმის ჭიის მოვლა ძალიან შრომატევადია, ადვილი ნამდვილად არ არის. ადრე წლებში ჭიის გამოკვება ხდებოდა ოჯახურ პირობებში, ან სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში, სპეციალურად დამზადებლ დახლებზე. საჭიროა თუთის ფოთლის შეგროვება და ჭიის კვება. ერთი გრამი აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად საჭიროა დაახლოებით 50 კგ ფოთოლი. მიუხედავად მძიმე შრომითი პირობებისა, მოსახლეობას, განსაკუტრებით კი, სოფლებში ყოველ მეორე ოჯახს ჰქონდა ეს ბიზნესი. ძალიან მიხარია, რომ დაიწყო ამ დარგზე ზრუნვა ხელისუფლებამ. იმედია, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და გამოინახება რესურსი რათა დარგი კვლავ განვითარდეს“, – აცხადებს კახა ცისკარიშვილი knewsge_სთან.
მეაბრეშუმეობა პოპულარულ დარგად ითვლებოდა, რომელიც ადამიანების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა.