,,ჩემი მეგობრები – ჩემი გარემოცვა“ – აქცია თელავში
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნანა ათუაშვილის განცხადებით, ,,კახეთს სამხარეო განვითარების პროგრამის” (World Vision) თანამშრომლები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს წელსაც შეუერთდა.
,,ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა გადავწვიტეთ, რომ დღევანდელი დღე 7 წლის ქ.ა-სთან ერთად გაგვეტარებინა. იგი, ბავშვთა კეთიდღეობის პროგრამაში ჩართული დაუნის სინდრომის მქონე ბავშვია. ის სწავლობს თელავის თემში შემავალი სოფლის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ამავდროულად, არის ჩვენი პროგრამის საკვირაო სკოლის მოსწავლე. ის ძალიან მხიარული და ენერგიულია, უყვარს სკოლაშ სიარული და მუსიკა, ასევე, დღესასწაულების აღნიშვნა. დღეს ქ.ა-ს გადავეცით მის განვითარებაზე მორგებული საჭირო ინვენტარი. შესაბამისად, ჩვენ მასთან ერთად ვუერთდებით დღევანდელ დღეს სლოგანით – ,,ჩემი მეგობრები-ჩემი გარემოცვა“”, – განიცხადა Knews.ge-ს ნანა ათუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.