თესაუში სწავლის მსურველთა რაოდენობამ მოიმატა
თესაუს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის შალვა ჭკადუას განცხადებით, გასულ წელს თელავის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 3 131-მა ახალგაზრდამ გამოთქვა.
,,პირველი სამი არჩევანის მიხედვით, გასულ წელს 852 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, წელს მათი რიხვი 1048-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი თესაუს მიმართ გაზრდილ ნდობაზე მიანიშნებს,” – აცხადებენ უნივერსიტეტში.