კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს
უწყების ინფორმაციით, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოჭრეს წიფლის, რცხილას და მუხის სახეობის ხეები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნულ ფაქტებზე შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნეს შესაბამის რაიონულ სასამართლოს.