გაიცემა თუ არა წელს დაუბეგრავი მინიმუმი
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2015 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალის დაბეგვრა მოხდებოდა. MediaMall.ge-ს ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურში უწყების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, რომ დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა მხოლოდ ორ წელზე იყო გათვლილი, შესაბმისად დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა 2016 წელს აღარ მოხდება.
“ამას კანონი არ ითვალისწინებს, თავის დროზე ეს პროექტი რომ განხორციელდა, იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და კანონში მაშინვე ჩაიწერა, რომ ეს ეხებოდა 2013 და 2014 წლების დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას, შესაბამისად ეს ცვლილება დასრულებულია. თუ იქნება ასეთ შემთხვევაში, მაშინ ახალი ცვლილება უნდა განხორციელდეს, რომელიც ახლა არ არის. ის, რაც იყო პროგრამით გათვალისწინებული, უკვე დამთავრდა”,- აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.