8 მარტს თელავში წლის ქალბატონს დააჯილდოვებენ
წლის ქალის დაჯილდოვების ცერემონიას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და საზეიმო მიღება თელავის „მედია კაფეში“ გაიმართა. 2015 წლის ქალბატონი თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი გახდა. იგი ღონისძიებაზე მოწვეულმა თელავის ოცდათოთხმეტმა აქტიურმა ქალბატონმა ფარული კენჭისყრით აირჩია.
წელს ღონისძიების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, შეცვლილია ხმის მიცემის პროცედურია. სასურველი კანდიდატისთვის მხარდაჭერა შესაძლებელია ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით.
წლის ქალი – The Women of the Year – გამოკითხვის მიზანია აქტიური სამოქალაქო ლიდერი ქალის გამოვლენა ქალაქ თელავში.
წლის ქალბატონის შერჩევაში მონაწილეობის მსურველებს კითხვარი ნახვა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. კითხვარი სამოქალაქო აქტიური ქალბატონების საკმაოდ გრძელ სიას მოიცავს და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ხმა მისცეს ერთ რჩეულ ქალბატონს.
“თუკი სიაში მას ვერ აღმოაჩენთ, სისტემა საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ერთი კანდიდატი. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ ხმის მისაცემად უნდა გქონდეთ ელ: ფოსტა gmail.com ში რეგისტრირებული”, – განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
2016 წლის ქლის დაჯილდოვების ცერემონია ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციის “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის”, თელავის გენდერის მედია ცენტრი და გაზეთ „კახეთის ხმის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (IFES).
Knews.ge წარმატებებს უსურვებს მომავალ პრეტენდენტს.
ფიქრია ყუშიტაშვილი, 2015 წლის ქალბატონი